20 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
პუტინი ავსტრიაში ჩავიდა - რუსეთის პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს დაესწრება

ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ავსტრიაში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტი ქალაქ გრაცში კერძო ვიზიტით იმყოფება და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს დაესწრება.

53 წლის კრინ კნაისლი ადგილობრივ ბიზნესმენს მიჰყვება ცოლად. მან ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის გამო კრიტიკა დაიმსახურა.

ევროპარლამენტარმა მინისტრს თანამდებობიდან გადადგომისკენაც მოუწოდა. ევროპელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა ავსტრიის მაღალჩინოსნის ქორწილში ქვეყნის იმიჯს სერიოზულად აზარალებს.

ამ განცხადებას ავსტრიის საგარეო უწყებამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ქორწილი აპოლიტიკური ღონისძიებაა და პუტინის სტუმრობას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს.

ავსტრიიდან ვლადიმერ პუტინი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ანგელა მერკელს ხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები