19 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
ჩილეს საზღვაო ძალებმა მახეში გაბმული ვეშაპი გადაარჩინეს

ჩილეს საზღვაო ძალებმა სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. პროფესიონალმა მყვინთავებმა მახეში გაბმული ვეშაპი გადაარჩინეს.

სანაპირო დაცვას მომხდარის შესახებ მეთევზეებმა აცნობეს. განგაშის სიგნალი თევზსაჭერი გემის ეკიპაჟმა მას შემდეგ გაგზავნა, რაც აღმოაჩინა, რომ მათ მიერ ზღვის ფსკერზე დაშვებულ ბადეში ძუძუმწოვარი იყო გახლართული.

ოპერაციაში მყვინთავები ჩაერთვნენ. ორსაათიანი მცდელობის შემდეგ მათ ბადე გაჭრეს და ოთხმეტრიანი ცხოველი გაათავისუფლეს.

დღის ამბები