27 ნოემბერი 2021,   18:17
ვრცლად
პუტინისა და ანგელა მერკელის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა "ჩრდილოეთ ნაკადის" პროექტი იყო

ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა "ჩრდილოეთ ნაკადის" პროექტი იყო. გერმანიის კანცლერმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე შეახსენა ვლადიმერ პუტინს, რომ გაზსადენის პროექტი მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს უნდა ატარებდეს.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებს განცხადები არ გაუკეთებიათ. კრემლის ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმედნენ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" კომერციულად მომგებიანი და კონკურენტუნარიანია, ამიტომ უნდა შემუშავდეს ზომები, რომელიც პროექტს თავდასხმებისგან დაიცავს.

ანგელა მერკელის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. მხარეებმა უკრაინის საკითხს საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ანგელა მერკელმა რუს კოლეგას აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის განლაგების დეტალური გეგმა გააცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა პუტინს დონბასში 30-40 ათას კაციანი კონტინგენტის განლაგება შესთავაზა.

ამავე თემაზე
დღის ამბები