20 აპრილი 2024,   03:21
ვრცლად
კიევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შენობაზე შეეჯახებას უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები იძიებენ

უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები კიევის ცენტრში მომხდარ ინცინდენტს იძიებენ. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ქალაქის ცენტრში შენობას შეეჯახა.

ინცინდენტი სამხედრო აღლუმის რეპეტიციის შემდეგ მოხდა. სამხედრო კოლონა ბაზაზე ბრუნდებოდა, თუმცა მოულოდნელად ბუკის კომპლექსი გზიდან გადავიდა და ბიზნესცენტრის კედელს დაეჯახა.

მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. რა გახდა ინცინდენტის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს იზეიმებს. სამხედრო აღლუმს პეტრო პოროშენკო ჩაიბარებს.

დღის ამბები