25 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
თუშეთში საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს ეხმაურება

თუშეთში საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო წერილობითი განცხადებით ეხმაურება. უწყების ცნობით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

„დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას," - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ინფორმაციით, რუსეთმა სახელმწიფო საზღვარი თუშეთში  რამდენიმე კილომეტრით გადმოწია, კერძოდ სოფელ დიკლოსთან.

მოძრაობის წევრების თქმით, ზამთრის შემდეგ ქართული საგუშაგოები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, და ქართველი მესაზღვრეებს მათ პოსტებამდე აღარ უშვებენ.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საზღვარი ახლა რამდენიმე კილომეტრითაა გადმოწეული, ხოლო მიწებს სამი დაცარიელებული ქართული სოფლის გარშემო ამ დროისთვის რუსეთიდან გადმოსული პირები იყენებენ.

დღის ამბები