უამინდობამ ოკლაჰომაში Backstreet Boys-ის კონცერტი ჩაშალა. შოუს მსვლელობის დროს შტორმმა და ძლიერმა ქარმა სასცენო კონსტრუქცია წააქცია. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ კონცერტზე მისული ხალხის ევაკუაცია მოახდინა და კონცერტი გააუქმა.
ბენდი, რომელიც განსაკურებული პოპულარობით 90-იან წლებში სარგებლობდა, საკონცერტო ტურნეს ჩასატარებლად გაერთიანდა.
როდის ჩატარდება გაუქმებული კონცერტი, ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ბენდის წევრები არ დაშავებულან.
ფოტო: abcnews/Sydney Stavinoha.