19 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა - სოფელ ზემო ხვედურეთში რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ

23 წლის გიორგი მჭედლიშვილი საკუთარი თანასოფლელის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. წვევამდელი, რომელიც სამხედრო ნაწილში განთენიისას, 06:00 საათზე მიდიოდა, ზემო ხვედურეთის გზაზე სასიკვდილოდ 45 წლის თემურ თედოზაშვილმა დაჭრა.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი თავად მიუთითა და დეტალურად აღწერა, როგორ გაისროლა გიორგი მჭედლიშვილის მისამართით. თემურ თედოზაშივლმა საჯაროდ არაფერი თქვა. მათ შორის არც ის, ჰქონდა თუ არა რაიმე კონფლიქტი გარდაცვლილთან.

მოკლული ახალგაზრდის ოჯახმა მომხდარის მიზეზების შესახებ არაფერი იცის. ერთ-ერთი ვერსიით, პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა, სანადიროდ იყო გასული. სოფელში ჰყვებიან, რომ ცხოველისთვის ჩასაფრებულ მამაკაცს ჩაეძინა, გიორგი მჭედლიშვილის ფეხის ხმაზე გამოეღვიძა და მალევე გაისროლა.

დანაშაულის იარაღი პოლიციამ ამოიღო. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს მოწმეები და გაჩხრიკეს ბრალდებულის სახლიც. დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ დაზარალებულთან კონფლიქტი არ ჰქონიათ და მომხდარი უბედური შემთხვევაა.

უცნობია, რამდენად კანონიერად ფლობდა ბრალდებული იარაღს. გამოძიება ამ დრომდე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს .

დღის ამბები