20 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
თბილისში ყავის სახლის ფილიალი გაქურდეს

თბილისში ყავის სახლის ფილიალი გაქურდეს - ქურდობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ორი არასრულწლოვანია.

სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო-ჩანაწერი კომპანიის წარმომადგენელმა „ფეისბუქით“ გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამტვრევენ მოზარდები ყავის სახლის კარს, შემდეგ კი სალაროდან ფულს იღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე მოზარდის ვინაობა დადგენილი აქვთ.
გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები