16 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
ბათუმში მომხდარი ავარიის გამო 9 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ავარია დილით აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ორი უკვე გაწერილია, დანარჩენი 7-ის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები