სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
როგორც გაირკვა, სამართალდამცველები შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის თემით დაინტერესდნენ, სადაც თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი.
საქმე ეხება 4 მილიონი ლარის გაფლანგვას, რომელიც კუპრავას ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებისათვის დახარჯეს.
„სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურ დევს ამის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ მიირთმევენ 4 მილიონ ლარს ხელისუფლების მაღლი თანამდებობის პირები, როგორ აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი ექვს თვეში სხვადასხვა რესტორანში და აქ სიმბოლურია, როდესაც ჭამაზე მედავებიან მე და თვითონ სწორედ ჭამისთვის აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი. როგორც ჩანს, პროკურატურამ სუს-ში გადმოაგზავნა აღნიშნული საქმის მასალები, რომელიც უკვე საქმეში დევს, ფაქტობრივად. ეს არის მოცემულობა, რომელიც სასამართლო განხილვის საგანი უნდა გახდეს,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.