19 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
ჯონ მაკკეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ჯონ მაკკეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა, რომელიც უკვე ერთი წელია აგრესიული ფორმის თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის, მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ჯონ მაკკეინის ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თანადგომისთვის ხალხს მადლობა გადაუხადა.

ჯონ მაკკეინი 1086 წლიდან სენატის წევრია. 2008 წელს ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და მაშინ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მაკკეინი იმ ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფის ლიდერია, რომლებიც საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერენ. ის საქართველოში ბოლოს 2017 წელს იმყოფებოდა.

დღის ამბები