20 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
ჯონ ლენონის მკვლელობაში ბრალდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

ჯონ ლენონის მკვლელობაში ბრალდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს. 63 წლის მარკ დევიდ ჩეპმენმა ნიუ იორკის შტატის ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას უკვე მეათედ მიმართა, თუმცა ისევ უარი მიიღო.

კომისიამ საკუთარი უარი განმარტა და განაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც ცნობილ ადამიანზე ნადირობა მოაწყო და ეგოისტური ბოროტება ჩაიდინა, ციხეში უნდა დარჩეს.

The Beatles-ის წევრის მკვლელობისთვის 1980 წელს ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 20 წლის შემდეგ შეწყალების მოთხოვნის უფლება დაუტოვეს.

ადგილობრივი კანონმდებლობით მსავრდებულს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შეუძლია ამ უფლებით ისარგებლოს. ჯონ ლენონის მკვლელობაში ბრალდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით კომისიას შეუძლია, 2020 წელს ისევ მიმართოს.

დღის ამბები