ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს მუცლის არეში ჭრილობები სავარაუდოდ სიმამრმა მიაყენა. დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.