25 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
"დღეს გაჟღერდა ვერსია, თითქოს, კობაური ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო" - ადვოკატები სმიტების მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობენ

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები საქმეში არსებულ უზუსტობებზე საუბრობენ.

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ აბსურდული ვერსიები იქნა გაჟღერებული.

„სამწუხაროდ, დღეს მოხდა აღნიშნულ ვერსიების გაზიარება, თითქოს, კობაური ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. თითქოს, კობაური შემთხვევით შეხვდა აწ გარდაცვლილებს და მსგავსი ტიპის ვერსიები იქნა ბრალდების მხრიდან შემოთავაზებული. სამწუხაროდ, ის მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, გვამები ვინ გადააადგილა, რატომ არ არის დნმ ამოსული გვამებზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი არა აქვს ბრალდების მხარეს,“ - განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

დღევანდელი პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა. მისი განმარტებით, საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი. გარდა ამისა, დღე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები