19 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ჩაშლას არ გამორიცხავს

ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ჩაშლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ საუბარია საიდუმლო წერილში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ფხენიანიდან მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიალოგში წინსვლას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ამერიკული მხარე სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მზად კვლავ არ არის.

ამ შინაარსის წერილის მიღების შემდეგ მაიკ პომპეომ ფხენიანში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას პარასკევს გეგმავდა.

დღის ამბები