16 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
ამერიკის სანქციები ირანელ ხალხს მხოლოდ აერთიანებს - როუჰანი ვაშინგტონის ახალ სანქციებს ეხმაურება

ამერიკის სანქციები ირანელ ხალხს მხოლოდ აერთიანებს - ამის შესახებ ჰასან როუჰანმა მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველა სირთულეს და ეკონომიკურ გამოწვევას გადალახავს.

ჰასან როუჰანის გამოსვლა ჰააგის სასამართლოში მოსმენების დაწყებას დაემთხვა.

ოფიციალურმა თეირანმა საერთაშორისო სასამართლოს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

თეირანში ამტკიცებენ, რომ შეზღუდვების ხელახლა დაწესებით ვაშინგტონი ირანის ეკონომიკის განადგურებას ისახავს მიზნად

დღის ამბები