08 დეკემბერი 2021,   11:28
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, გაუპატიურების ბრალდებით ირანის მოქალაქეა დაკავებული

კურიერის ინფორმაციით, დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელსაც ბრალად გაუპატიურება  ედება. 

შემთხვევა ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას მოხდა. 

ის ქვეყნის დატოვებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც ის ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.  

შსს დაკავების ფაქტს ადასტურებს. თუმცა, არ კონკრეტდება, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.    

 

დღის ამბები