25 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
პროკურორს, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეს სცემა, ბრალი წაუყენეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს

პროკურორ გივი შენგელიას, რომელსაც ბრალი ედება სამხედრო მოსამსახურის, გიორგი მეტრეველის ცემასა მის მიმართ ძალადობაში, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მიმდინარე გამოძიების საფუძველზე, შენგელია თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობითაც მიმართავს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს  პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

"გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

"მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.  

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ,  მოქალაქე  თ.გ.-ს სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა. ბრალდების მხარე  გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების  შეფარდების საკითხთან დაკავშირებით  შუამდგომლობით  თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ-ს მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით  მიეწოდება."

დღის ამბები