20 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
ანაკლიაში, ქართველი გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ირანის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ირანის მოქალაქეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო.  უცხო ქვეყნის მოქალაქემ ახალგაზრდა გოგონაზე ანაკლიაში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში იძალადა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. პოლიციამ ირანის მოქალაქე მაშინ დააკავა, როდესაც ის საქართველოს დატოვებას ბათუმის აეროპორტის გავლით ცდილობდა.  

დღის ამბები