
177-მა რეკრუტმა თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“, სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა.
ფიცის დადების ცერემონიალს რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსი გაიარეს.
ფიცის დადების შემდეგ რეკრუტები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, განათლების სარდლობის, ავიაციის სარდლობისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.