18 მარტი 2025,   07:34
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ახმეტაში - 50 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ყოფილმა პოლიციელმა დაჭრა

სისხლიანი გარჩევა ახმეტაში - დაჭრილია 50 წლამდე მამაკაცი. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტს წინ უძღოდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შემთხვევა მაისურაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

უწყების ცნობით, ჩხრეკის დროს ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული იარაღი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ყოფილი პოლიციელია. 

დღის ამბები