24 აპრილი 2024,   03:36
ვრცლად
GWP-ის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

კურიერის წყაროს ინფორმაციით, გურამიშვილის 64 ნომერში ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის (GWP) თანამშრომელი, 26 წლის ერეკლე კაჭახიძე, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

მას ჭრილობა მიყენებული ჰქონდა თვის არეში და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის მარიამობის ღამეს კლინიკაში გადაიყვანა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია ადასტურებენ, რომ მათ პაციენტი მიიღეს, რომელიც ჭრილობა ჰქონდა საფეთქლის არეში.

ერეკლე კაჭახიძემ კლინიკაც ხელწერილით დატოვა.

მის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა თავდაპირველად ძიება დაიწყეს შრომის უსაფრთხოების დარღვევის  მუხლით, შემდეგ კი მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, რომ ერეკლე კაჭახიძემ თავის არეში დაზიანებები სამუშაოების წარმოებისას მიიღო.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები