19 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
სამართლებრივად დაბალი დონის დოკუმენტი - საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმის დასკვნაზე ვერ თანხმდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტს 6 სექტემბერს წარუდგენს. დასკვნის პირველ ეტაპზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ამ წუთებში კომისიის წევრები სწორედ ამ დოკუმენტს განიხილავენ.

დასკვნაზე მსჯელობა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. "ქართული ოცნების" დეპუტაები ითხოვენ, რომ "ევროპულმა საქართველომ" დოკუმენტის საბოლოო ვერსია წარმოადგინოს. 

საპარლამენტო კომისიის სხდომები ჩანიშნულია ხვალ და ზეგ, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატები შესაძლოა, დოკუმენტის განხილვას არ დაესწრნენ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის მხრიდან არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ. 

„ამ დასკვნის შინაარსში ვერ შევალ. ვერ ვუწოდებთ მას დასკვნას, იქიდან გამომდინარე, რომ კომპეტენტური არ არის ის არის სამართლებრივად დაბალი დონის დოკუმენტი. თუ ოდნავ მაინც რომელიმე მათგანი, ვინც ეს დასკვნა შეადგინა, პარლამენტის კომისიის პრესტიჟს უფრთხილდება, დავიტოვებთ იმედს, რომ სამართლებრივ ხარვეზებს ცოტა მაინც გაასწორებენ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმცირესობას კი მიაჩნია, რომ საბოლოო დასკვნა ერთობლივად უნდა იქნეს მიღებული. 

"ქართული ოცნება" არ აღმოჩნდა მზად, არც თავის ვერსია აქვთ შეფასების, არც შნიშვნები გამოუგზავნიათ, არც ხვალ სამსჯელოდ არიან მზად, მათ უარი განაცხადეს ამ მსჯელობაში მონაწილეობაზე. ეს აშიშვლებს მათ პოზიციას, რომ აქვთ პოლიტიკური და პარტიული პოზიცია, მათ არ აქვთ არგუმენტები და აზიანებენ ამ პროცესს, რასაც ჰქვია კომისია, სიმართლის დადგენა,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ. 

 

დღის ამბები