20 აპრილი 2024,   05:53
ვრცლად
ფიზიკური ძალადობა ყოფილ მეუღლეზე - დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს ერთი წლით და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა.

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გრიგოლ ბაკურაძე რვა თვეა, უკვე საპატიმროში იმყოფება, რაც სასჯელს გამოაკლდება.

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება კი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ოჯახი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დღის ამბები