20 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
ავიაკატასტროფა სოჭში - ბოინგ 737 ჯერ ღობეს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარეში ჩავარდა

სოჭში, თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად, 18 ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამი ბავშვია.

დაშვებისას ბოინგ 737 ბილიკზე მოცურდა, ღობეს შეეჯახა და მდინარის კალაპოტში გადავარდა. ინციდენტის დროს ლაინერის ერთ-ერთ ძრავს ხანძარიც გაუჩნდა.

ბორტზე 164 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, რეისს კი თვითმფრინავი მოსკოვიდან ასრულებდა.

სოჭის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, სამაშველო ოპერაციის დროს აეროპორტის ერთ-ერთ თანამშრომელს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

ცნობილია ისიც, რომ სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებას ძლიერი ქარისა და წვიმის პირობებში ცდილობდა. 

დღის ამბები