25 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
აფეთქება სირიის სამხედრო ბაზაზე-აფეთქება საბრძოლო საშუალებების საწყობში მოკლე ჩართვას მოჰყვა

ძლიერი აფეთქება მოხდა სირიის სამხედრო ბაზაზე. საუბარია დამასკოს გარეუბანში მდებარე მეზეს ავიაბაზაზე. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო ობიექტი ისრაელის არმიამ დაბომბა, ადგილობრივი მედია წერდა, რომ ჭურვების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა და შესაბამისი ფოტოებიც გაავრცელა. თუმცა მოგვიანებით სირიის სახელმწიფო არხმა ეს ცნობა უარყო. ბაშარ ალ ასადის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალების ოფიციალური ინფორმაციით, მეზეს ავიაბაზაზე სამხედრო იერიში არ განხორციელებულა. არხის ცნობით, აფეთქება საბრძოლო საშუალებების საწყობში მოკლე ჩართვის გამო მოხდა.

დღის ამბები