24 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
საპროტესტო აქცია ლონდონში - ქალაქის მოსახლეობა მერის გადადგომას ითხოვს

ლონდონის მცხოვრებლებისაპროტესტო აქციებს მართავენ.  დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მოსახლეობა ლონდონის მერის გადადგომას მოითხოვს. მათ თეატრალიზებული აქცია გამართეს და პარლამენტის შენობასთან გიგანტური გასაბერი თოჯინა მიიტანეს, რომელზეც სადიკ კხანი ბიკინიშია გამოსახული. აქციის მონაწილეები ქალაქის მერს გაზრდილ კრიმინალზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ მზარდი სტატისტიკის მიუხედავად სადიკ კხანის ადმინისტრაცია დანაშაულის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს. აქციის ორგანიზატორებმა თანხა გასაბერი თოჯინის დასამზადებლად ონლაინ შემოწირულობით შეაგროვეს. აქტივისტებმა საჰაერო ბურთის დამზადება იმ მიზეზით გადაწყვიტეს, რომ ქალაქის მერმა დონალდ ტრამპის ვიზიტის მოწინააღმდეგეებს აქციაზე ამერიკის პრეზიდენტის თოჯინის გაშვება მოუწონა, რაც მათივე თქმით, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ქმედებაა. 

დღის ამბები