23 აპრილი 2024,   22:50
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა ტერეზა მეის წინააღმდეგ-პარლამენტის წევრების დიდ ნაწილს ბრექსიტის გეგმა არ მოსწონს

დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას არ ეთანხმება. განცხადება ბრექსიტის ყოფილმა მინისტრმა გააკეთა. დევიდ დევისი ამბობს, რომ პარლამენტის წევრების დიდ ნაწილს პრემიერ-მინისტრის მიერ შემუშავებული გეგმა არ მოსწონს და კენჭისყრაზე დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. თავად ტერეზა მეი კი აცხადებს, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ე.წ. ჩერკესის შეთანხმება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და დოკუმენტში გაწერილ პირობებზე მას უარის თქმას ვერც ბრიტანელი პოლიტიკოსები და ვერც ევროკავშირი აიძულებს. ტერეზა მეი ევროკავშირის წევრობაზე არც მეორე რეფერენდუმის ჩატარებას დაუშვებს. 

დღის ამბები