25 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
ჯონ მაკკეინი ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ

ანაპოლისის სამხედრო აკადემიის ტაძარში დახურული სამგლოვიარო ცერემონია დასასრულს უახლოვდება. ჯონ მაკკეინს ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამერიკის ეროვნულ გმირი და ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და უახლოესმა მეგობრებმა გააცილეს. პოლიტიკური მოღვაწეობამდე კი მაკკეინი წლების განმავლობაში მსახურობდა ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებში.

იყო ვიეტნამის ომის გმირი, რომელმაც თითქმის 6 წელის მოწინააღმდეგის ტყევობაში, არადამიანური წამების პირობებში გაატარა.

ომის იარებმა მისი ხასიათი ვერ გატეხა, თუმცა სამუდამო დააღი დაასვა მის ჯანმრთელობას. სენატში არიზონას შტატის წარმომადგენელი საქართველოს აქტიური მხარადმჭერი და მეგობარი იყო.

ის ერთ-ერთი პრველი იყო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, რომელიც 2008 წელს საჯაროდ დაუპირისპირდა რუსეთს და მსოფლიოს საქართველოს მხარადჭერისკენ მოუწოდა. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ეროვნული გმირის წოდებაც.

 

დღის ამბები