19 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
ნეონაცისტური ჯგუფების აქციები გერმანიაში-ქალაქი ქემნიცი უკვე მეორე კვირაა ნაცისტებთან დაპირისპირების ეპიცენტრია

ქემნიცი უკვე მეორე კვირაა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების და რიგითი მოქალაქეების დაპირისპირების ეპიცენტრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩებში სულ უფრო ხშირად ხვდებიან ადამიანები ვინც გამვლელებს ნაცისტური მისალმებით ეგებებიან. გერმანელები შიშობენ, რომ ქვეყანაში რადიკალური ფრთა ძლიერდება და ამ ფაქტს საგანგაშოდ აღიქვამენ.

ხალხმრავალი აქცია ულტრამემარჯვენეებმა გუშინაც გამართეს. პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის," ანტი ისლამური მოძრაობა "პეგოდა" და მემარჯვენე რადიკალური გაერთიანება "ქემნიცისთვის" კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და ანგელა მერკელის საემიგრაციო პოლიტიკა კარლ მარქსის ქანდაკებასთან გააპროტესტეს. მათ ქუჩებში იმ ადამიანების ფოტოებით ჩაიარეს, ვინც ბოლო წლებში მიგრანტების თავდასხმის სამიზნე გახდა. ბოლო ასეთი შემთხვევა კი 26 აგვისტოს მოხდა. მიგრანტების საწინააღმდეგო აქციაზე წარმოშობით სირიელმა და ერაყელმა მიგრანტებმა გერმანელი ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს.

ულტრამემარჯვენეების გვერდით ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპასუხო აქციაზე. რასიზმის მოწინააღმდეგეთა აქცია პროფკავშირების, სამოქალაქო აქტივისტების, სოციალ -დემოკრატიული და მემარცხენეთა პარტიების მიერ იყო ორგანიზებული. პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკას მხარს უჭერენ და ულტრამემარჯვენე სექტორის პოზიციების დასუსტების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დღის ამბები