08 დეკემბერი 2024,   08:19
ვრცლად
სკრიპალების საქმე - სკოტლანდ-იარდმა ყოფილი აგენტისა და მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა დაასახელა

სკრიპალების მოწამვლაში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა. 5 თვიანი გამოძიების შემდეგ სკოტლანდ-იარდმა ყოფილი აგენტისა და მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა დაასახელა.

ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი მათი ფსევდონიმებია და ორივეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ბრიტანელი გამომძიებლების ვარაუდით ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები არიან. ორივე თავდასხმამდე ლონდონის სასტუმროში რჩებოდა, სადაც ნოვიჩოკის კვალი აღმოჩნდა.

დედაქალაქი ეჭვმიტანილებმა 3 მარტს დატოვეს და მეორე დღეს სოლსბერიში მამა-შვილი, სკრიპალები, მოწამლეს. ბრიტანეთის ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლება.

სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით ეჭვმიტანილთა გვარებისა და ფოტოების გასაჯაროება მათ არაფერს ეუბნება. 

დღის ამბები