19 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
დინამოს სტადიონთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

2 საათზე ნაკლები რჩება საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებამდე.

გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ სტადიონზე რაიმე სახის ინცინდენტი არ მოხდება და თამაში მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

დინამოს სტადიონთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შეგახსენებთ, ნაკრების ფეხბურთელს გურამ კაშიასგან ე.წ. ქართული მარშის წევრები ბოდიშის მოხდას ითხოვენ ლგბტ თემის მიმართ გამოცხადებული სოლიდარობის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სხვადასხვა სახის აქციებით ემუქრებიან.

ამ წუთებში დინამოს სტადიონთან აქტივისტები არ იმყოფებიან.

დღის ამბები