19 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
"მე რატომ მეკითხებით ქალაქის მერს?" - კალაძე ყიფიანისა და ოქუაშვილის სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერზე

"თუ არის რაიმე ასეთი დამადასტურებელი შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან," - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმ ჩანაწერზე საუბრისას, სადაც ტელეკომპანია "იბერიას" მთავარი დამფინანსებელი კომპანიის, "ომეგა ჯგუფის" მიმართ, ექსპრემიერ ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის დაინტერესებაზეა საუბარი.

კალაძისთვის გაუგებარია, რატომ ეკითხებიან დედაქალაქის მერს, ყოფილი მინისტრისა და "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის სატელეფონი ჩანაწერზე, სადაც უჩა მამაცაშვილის დაინტერესებაზეა საუბარი და სადაც ჩანს, რომ მამაცაშვილი კომპანიის პრობლემების მოგვარების პირობას 2 მილიონ დოლარად დებს.

კალაძის თქმით, არაკეთილსინდისიერია, როდესაც ბიზნესი მედიას არის ამოფარებული.

"მე რატომ მეკითხებით ქალაქის მერს? მე დამისვით გუშინ შეკითხვა და გითხარით, რომ ტელევიზიას ამოფარებული ბიზნესი ეს არის არაკეთილსინდისიერი საქმეა.

არსებობს კანონი, რომლის წინაშეც ყველა ვართ თანასწორუფლებიანი. ბიზნესი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ბიზნესის ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს ბიზნესი, ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებზე უარი თქვას კონკრეტულმა პირმა ან პიროვნებამ.

ლევან ყიფიანი იყო ათი წლის წინ მინისტრი მე მგონი, რა მნიშვნელობა აქვს, იყო. თუ არის რამე ისეთი დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები“-ამბობს კახა კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები