23 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები და 2.5 თეთრი ოცნების ყულაბაში - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სახელისუფლებო რეკეტი სხვა ბიზნესზეც ხორციელდება

ახალი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ დღეს ხელისუფლებისგან ბიუროს სხდომაზე მოითხოვა განმარტებები. საუბარია აუდიოფაილებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება თამბაქოს მწარმოებლებს თითოეული გაყიდული სიგარეტის კოლოფიდან 2. 5 თეთრის ჩარიცხვას „ოცნების“ ფონდში სთხოვდა. მათ შორის იყო „ომეგა ჯგუფიც,“ რომელსაც ელიტური კორუფციის სქემაში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ თამბაქოს გარდა რეკეტს მმართველი პარტია სხვა ბიზნესზეც ახორციელებს და „ქართული ოცნების“ დაფინანსებას აიძულებს.

საპარლამენტო ოპოზიცია სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ იბერიისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმე ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი იქნება. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ფაილები იმისა დამადასტურებელია, რომ სახელმწიფოს არა მთავრობა, არამედ კლანები მართავენ.

უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყება და სიმართლეს ოცნების პროკურატურა დაადგენს.
 

ამავე თემაზე
დღის ამბები