29 დეკემბერი 2024,   01:05
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება რუსთაველზე - შვილმოკლული მამების აქციაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა

ხმაური რუსთაველის გამზირზე - შვილმოკლული მამების აქციაზე სიტუაცია რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ დაიძაბა.

პოლიციამ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის საშუალება დღეს უკვე მეორედ არ მისცა, რასაც ინციდენტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტთან ამ დროისთვის სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ინციდენტი გამოიწვია იმან, რომ პარლამენტთან კარვის გაშლა სცადეს.

კარვის კონსტრუქცია პოლიციის წარმომადგენლებმა დაშალეს და გაიტანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.

შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ პოლიცია და მერია რამდენიმე დღის ჩააყენეს საქმის კურსში, რომ კარვებს გაშლიდნენ, საიდანაც მათი თქმით, თანხმობა მიიღეს.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები უკვე იკრიბებიან.

ზუსტად 20:00 საათზე კი შვილმკვდარი მამები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მათი თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ. აქცია გაგრძელდება და ის უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. 

დღის ამბები