20 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
"არ გადავეცი „ოცნების“ პარტიას 75 პროცენტი" - ოქუაშვილი მისი ბიზნესის განადგურების მცდელობის მიზეზებზე საუბრობს 

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს. ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მისი ბიზნესის განადგურება ხელისუფლებამ მას შემდეგ განიზრახა, რაც მან ხელისუფლებისათვის დიდი ოდენობით ქრთამის გადახდაზე უარი თქვა.

ეს განცხადება ოქუაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ლონდონიდან სატელეფონო ჩართვის დროს გააკეთა.

ოქუაშვილმა ლონდონის სასამართლოში შს მინისტრ გიორგი გახარიას დაკითხვაც დაანონსა, რომლის გვარმაც ტელეკომპანია "იბერიას" საქმეში გუშინ პირველად გაიჟღერა.

„პარლამენტის თავმჯდომარეც არ არის ამ სიაში, ვისაც პასუხი მოუწევს ინგლისის სასამართლოზე. ის ჩამორჩა მოვლენებს ან არ იცნობს ისტორიებს. არ გადავეცი მათ პარტიას, „ოცნების“ პარტიაზე მაქვს საუბარი, 75 პროცენტი, ამიტომაც დღეს მიიღეს 100%, მათ წაიღეს. არ ამუშავებენ 1500 კაცს. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არ გადავეცი, არ მივეცი ქრთამი. ვებრძოდი გამოძალვას. რომ გაეცნოს ამას, ალბათ ასე  არ ისაუბრებდა. გამოდის არგუმენტის გარეშე მისი საუბარი და მისი გამოხატვა ასეთი აგრესიის,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები