თბილისში პირველად კარდიოქირურგიის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კარდიოქირურგიის მიმართულებით.
კონგრესის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.