25 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
სექსუალური ძალადობის ბრალდებები - სენატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კავანოს დამტკიცების კენჭისყრა გადადო

სექსუალური ძალადობის ბრალდებებისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, სენატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ბრეტ კავანოს დამტკიცების კენჭისყრა ერთი კვირით გადადო.

FBI-მ კანდიდატის მიმართ წაყენებული ბრალდებები ხუთ ოქტომბრამდე უნდა გამოიძიოს.

გამოძიების დაწყების ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა.

ამ რეკომენდაციით კი პრეზიდენტს სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მიმართა, რომელმაც მოსამართლის პოსტზე ბრეტ კავანოს კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირა.

კავანოს კომიტეტში ყველა რესპუბლიკელი მიემხრო, დემოკრატიული პარტიის ყველა წარმომადგენელი კი წინააღმდეგი წავიდა.

დღის ამბები