23 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული სახელმძღვანელოების გრიფირების საქმეში - სკანდალური დასკვნა პროკურატურაშია

სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული სახელმძღვანელოების გრიფირების საქმეში - განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სკანდალური დასკვნა უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდეს.

ვინ და რა სახის გადაცდომა ჩაიდინა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა ცნობილია, რომ მოკვლევის შედეგად აღმოჩენილია კონკრეტული პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და არაერთი გადაცდომის ფაქტი.

„გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ.

აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლევის დაწყებას წინ უძღოდა ხმაურიანი პრეტენზიები გამომცემლების მხრიდან. მათი კრიტიკის ადრესატები განათლების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილეები - ლია გიგაური და თემურ მურღულია, იყვნენ, რომლებსაც თანამდებობები უკვე დაატოვებინეს.

დღის ამბები