25 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
ფარული ჩანაწერი ივანიშვილის მონაწილეობით - ოქუაშვილის მინიშნება და სკანდალური ინტერვიუ  

ზაზა ოქუაშვილი სკანდალური განცხადებები „კვირის აქცენტებში“- „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდის წევრებთან ერთად ზაზა ოქუაშვილის ბიზნესზე ზეწოლა და ბიზნესის მითვისების მცდელობა.

ოქუაშვილი ამბობს, რომ საქმეში შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო.  ოქუაშვილი ამბობს, რომ მის ბიზნესზე ზეწოლა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრით იწყება, რომელიც მას როგორც კონსულტანტი ტელეკომპანია „იბერიას“ მართვაში დახმარებას სთავაზობს, მოგვიანებით, ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დაქირავებული კონსულტანტიც ხდება, რაშიც ის შესაბამის გასამრჯელოს იღებს. ბიზნესმენის მტკიცებით, ის ძალიან მალე ხვდება, რომ ყიფიანი მის კომპანიაში ივანიშვილისგან არის მოგზავნილი, ამის დასტურად ოქუაშვილს ის ფაქტი მოჰყავს, რომ სწორედ ყიფიანის შუამავლობით ხდება მისი ივანიშვილთან შემდეგი შეხვედრა.

ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ყიფიანის „მიგზავნის“ მთავარი მიზანი მის ბიზნესში არსებული სუსტი წერტილის მონახვა იყო.

„როგორც ჩანს ისინი ნადირობენ ბიზნესებზე და ხალხზე, სწავლობენ მათ, საიდან შეიძლება მიდგომა, თითქოს დახმარების მხრივ, ისინი არიან  ივანიშვილი პირველ რიგში და მათი ჯგუფი სხვადასხვა დარგში. იყო პრობლემა ჩემს ბიზნესში დემპინგი, რომელიც მათ გამოიყენეს ჩემს საწინააღმდეგოდ. იმისთვის რომ დაეზიანებინათ ფირმა მოეხდინათ ვალდებულებებში და შემდეგ ეს გამოეყებინათ.“-აცხადებს ოქუაშვილი.

ამის შემდეგ ყიფიანი ოქუაშვილს ახვედრებს ბიძინა ივანიშვილს, შეხვედრას მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და შს მინისტრი ესწრება.

ამის შემდეგ ოქუაშვილს ვანო ჩხარტიშვილი ხვდება ლონდონში და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი ფარცხალაძესთან შეხვედრას სთხოვს.

ოქუაშვილის განცხადებით, ფარცხალაძესთან შეხვედრაზე ის ყიფიანთან ერთად მივიდა, სადაც ფარცხალაძემ უთხრა, რომ ზარალის 25 მილიონის მიღების სანაცვლოდ წინასწარ 4 მილიონის გადახდა სწორედ ამ დღეს მოსთხოვეს.

ბიზნესმენის მტკიცებით, ფარცხალაძემ მას პირდაპირ უთხრა, რომ ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის დავალებით მივიდა.

ოქუაშვილი ჰყვება, რომ ამის შემდეგ,რადგან მან 4 მილიონი არ გადაიხადა, საქმეში პირადად ივანიშვილი ჩაერთო. შეხვედრას, სადაც მას ივანიშვილმა 4 მილიონი მოსთხოვა გიორგი გახარია, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. მისივე განცხადებით, პარალელურად გრძელდებოდა ლევან ყიფიანისგან მუქარა "ომეგა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორებთან.

​ამის შემდეგ ერთი დღის გახსნილი კომპანიის ანგარიშზე ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, მან 4 მილიონი გადარიცხა. ოქუაშვილი ამბობს, რომ გახარიას ხელმძღვანელობით, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალიდან ფარცხალაძესთან ერთად 4 მილიონი ქეშად გაიტანეს.

ოქუაშვილი მიუთითებს, რომ არსებობს ჩანაწერები, სადაც მოქმედი პირი თავად ბიძინა ივანიშვილია. 

დღის ამბები