25 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
აუდიო ჩანაწერები და ოქუაშვილის სკანდალური განცხადებები - გაერთიანებული ოპოზიცია მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს 

„ყველამ ვიცოდით რა რეალობაში ვცხოვრობდით, მაგრამ გუშინდელმა საღამომ და დღევანდელმა დილამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სახელმწიფო გასულია იმ სამართლებრივი და კონსტიტუციური სფეროდან, სადაც მარტო ის უნდა იმყოფებოდეს,“ - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის პეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

ვაშაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ბიზნესზე რეკეტში პირადად ივანიშვილი დაადანაშაულა.

„ძალიან მძიმე დღეა, ყველამ ვიცოდით რა რეალობაში ვცხოვრობდით, მაგრამ გუშინდელმა საღამომ და დღევანდელმა დილამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სახელმწიფო გასულია იმ სამართლებრივი და კონსტიტუციური სფეროდან, სადაც მარტო ის უნდა იმყოფებოდეს. ეს ე.წ. ქართული ოცნების და ივანიშვილის მიერ შექმნილი ხელოვნურად სიცარიელე ინსტიტუციების, კანონის, კონსტიტუციის დასუსტების ხარჯზე შევსებულია მაფიოზური და კლანური დაჯგუფებით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები საგამოძიებო უწყებებს მიმართავენ და გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე დროული გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. 

„გაერთიანებული ოპოზიციაა მოითხოვს, უპირველესად, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა ჩანაწერზე ცალკე და დაიკითხოს ამ ჩანაწერზე ყველა ფიგურანტი. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა საზოგადოების და არა მარტო გაერთიანებულ ოპოზიციის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.

დღის ამბები