19 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
Amnesty International კვლავ ოლეგ სენცოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

Amnesty International კვლავ ოლეგ სენცოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და მისთვის ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას მოითხოვს.

საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადამიანის იძულებითი კვება დაუშვებელია, რადგან ის, ფაქტობრივად, წამების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს.

სწორედ იძულებითი კვების დაწყების მუქარის გამო გადაწყვიტა უკრაინელმა რეჟისორმა შიმშილობის შეწყვეტა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სენცოვი რუსეთის ციხეში 145 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

რეჟისორი 2014 წელს სიმფეროპოლში ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები