
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით პროცესია ჩანიშნული. საქმე ეხება შემოსავლების სამსახურის საჩივარს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან დავალიანებას უკავშირდება.
„იბსუ“-ში აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც თანხა უკვე გადახდილია პროცესი აზრს კარგავს. უნივერსიტეტის ადვოკატი, საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს შუამდგომლობით მიმართავს.
„შავი ზღვის უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში ბიუჯეტში გადარიცხა ის თანხა, რომელიც ჯერ კიდევ სადავო არის შემოსავლების სამსახურთან. შესაბამისად დღეის მდგომარეობით შავი ზღვის უნივერსიტეტს ბიუჯეტში ერიცხება ზედმეტობა. არ არსებობს იურიდიული საფუძველი ამ სარჩელის არსებობისა, შესაბამისად დღეს ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც შემდეგ მოჰყვება ყადაღის მოხსნა, შავი ზღვის უნივერსიტეტის მთელს ქონებაზე და წილებზე,“-განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანმა.