30 წლის ვიქტორია მარინოვა ქალაქ რუსეში ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თავში ჩაარტყეს და დაახრჩვეს. ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ პარკში აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მკვლელობა მარინოვას პროფესიულ საქმიანობას.
ადგილობრივი ტელევიზიის დირექტორი ძირითადად კორუფციის თემაზე მუშაობდა, მისი ბოლო გადაცემა კი ევროკავშირის ფონდთან დაკავშირებით თაღლითობას შეეხებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები არიან ჩართულნი.
ჟურნალისტის მკვლელობა უკვე დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ და ბულგარეთის ხელისუფლებას უსწრაფესი გამოძიებისკენ მოუწოდა.