20 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
ბარსელონაში მონსერატ კაბალიე დაკრძალეს

ბარსელონაში მონსერატ კაბალიე დაკრძალეს. ცერემონიას ესპანეთის პრემიერი, კატალონიის ლიდერი, დედოფალი სოფია და მომღერლის მეგობრები დაესწრნენ.

დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ოპერის ვარსკვლავები ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო, ასევე იტალიელი მომღერალი ალ ბანო.

მონსერატ კაბალიე, რომელიც ბელ კანტოს ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა, შაბათს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ის ხშირად ავადმყოფობდა და სექტემბრის შუა რიცხვებიდან ბარსელონის კლინიკაში მკურნალობდა.

დღის ამბები