23 აპრილი 2024,   22:19
ვრცლად
როდესაც ისინი გააძევეს ჰოლანდიის ხელისუფლებას მოსკოვთან პრეტენზია არ ჰქონია - ლავროვის პირველი კომენტარი რუსი აგენტების დაკავებაზე

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰააგაში გამოვლენილ გრუ-ს აგენტებზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსი სპეციალისტები ნიდერლანდებში ჩვეულებრივი ვიზიტით იმყოფებოდნენ და როდესაც ისინი ქვეყნიდან გააძევეს ჰოლანდიის ხელისუფლებას მოსკოვთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

მისივე თქმით, ისინი არ დამალულან, როდესაც ნიდერლანდებში ჩავიდნენ და არც არავის არაფერი აუხსნია მათთვის, როდესაც დააკავეს.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის 4 აგენტი ჰააგაში 13 აპრილს კიბერთავდასხმის მცდელობის დროს დააკავეს და იმავე დღეს ქვეყნიდან გააძევეს.

დღის ამბები