23 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს 

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი თავისუფალია. ცხინვალის რეჟიმის სასამართლომ მაია ოთინაშვილს ერთ წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა.

მაია ოთინაშვილს რამდენიმე წუთში ქართულ მხარეს ერგნეთში გადმოსცემენ.

მაია ოთინაშვილს რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს, მას ცხინვალის რეჟიმის სასამართლომ 10 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამ პატიმრობის ვადა გუშინ ამოიწურა. გათავისუფლებულია რამდენიმე დღის წინ გატაცებული აკაკი დოთიაშვილიც.

დღის ამბები