16 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენის სტატუსით ესწრებოდა - გახარია ოქუაშვილის ბრალდებებს ერთი მსახიობის თეატრს უწოდებს

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ოთხი მილიონის გადახდა მოსთხოვეს შს მინისტრი ესწრებოდა, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ეხმაურება.

გახარია ამბობს, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა, მას ესწრებოდა თავად, ხოლო ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენდა ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნესმენს. შეხვედრის თემა კი იყო არა ოთხი მილიონის გადახდა, არამედ ადგილობრივი წარმოების დახმარება.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ბრალდებებს შს მინისტრი კომედიას უწოდებს. 

"ბიძინა ივანიშვილი იქ იყო როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, ეს შეხვედრა შედგა ბიზნეს ცენტრში. ამოცანა და მიზანი ამ შეხვედრის გახლდათ, ადგილობრივი წარმოების დახმარება.

ის გაუბედურებული წარმოება, რომელიც მაშინ გახლდათ, არ მახსოვს ახლა რა ჰქვია ამ წარმოებას, ეს იყო ამ საუბრის ამოცანა, რომელსაც ვადასტურებ და ყოველთვის დავადასტურებ.

ხოლო ყველაფერი რაც შემდეგ მოხდა, ეს არის უკვე ერთი მსახიობის თეატრი და ღიმილის მომგვრელია. მართლა მრავალსერიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი და მზად ვარ ამ კომედიას ვუყურო ბოლომდე, მოთმინებით და ყოველგვარი ემოციების გარეშე,“-აცხადებს შს მინისტრი.

დღის ამბები