19 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
"გამოძიება არის დაწყებული და ერთ მთავარ მოწმეს აძლევენ საშუალებას, შეხვდეს ციხეში მეორე მთავარ მოწმეს, არის თუ არა დარღვევა?" - ლევან სამუშია

თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია, გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მთავარი ფიგურანტები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

ლევან სამუშია დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გლდანის ციხეში სუბელიანთან 14 ოქტომბერს შესვლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ კითხვას ბადებს ეს ფაქტი.

სამუშიას თქმით, თუ პროკურატურამ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, რატომ შეუშვეს დეპუტატი 2 დღის შემდეგ სუბელიანთან.

სამუშიას თქმით, გარდა იმისა, რომ შაბათ-კვირას ციხეში შესვლა არ ხდება, დეპუტატის შესვლა მაშინ, როდესაც პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული, „დანაშაულის შემცველია“.

„12-ში დაიწყო გამოძიება, ამაში პრობლემას ვერ ხედავთ? როდესაც გამოძიება არის დაწყებული და ერთ მთავარ მოწმეს აძლევენ საშუალებას, შეხვდეს ციხეში მეორე მთავარ მოწმეს? რასთან გვაქვს საქმე? ეს არის თუ არა პროცესუალური დარღვევა? ამაზე უნდა იყოს თუ არა პასუხისმგებლობის საკითხი კონკრეტული თანამდებობის პირების?“ - განაცხადა სამუშიამ.

ლევან სამუშიას თქმით, ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი განსაკუთრებულ პირობებშია, მაშინ, როდესაც წინასწარი პატიმრობის პირობებში არავის არ აქვს ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა.

„ბატონმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მან პირადად მე დამირეკა და მთხოვა შემოსვლაო. მიაქციეთ ამას ყურადღება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ვეკითხები ოხანაშვილს. ან ტყუის თქვენი თანამებრძოლი ამ შემთხვევაში, ვიქტორ ჯაფარიძე, ამოიღეთ სატელეფონო ჩანაწერი, ან რა უფლებით, ვინ დაარეკინა, რატომ არის განსაკუთრებულ ფუფუნებაში და რატომ რეკავს ტელეფონით,“ - მიმართა სამუშიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს.

მისი თქმით, ასევე კითხვებს ბადებს მესამე პირის - დავით ცუხიშვილის, შესვლა სუბელიანთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, ოპონენტის საპასუხოდ აღნიშნა, რომ, თუ ეს ჩანაწერი დადგმულია, მაშინ იმასაც მოიფიქრებდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე მოეხერხებინათ შესვლა.

ოხანაშვილის თქმით, პრივილეგიით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს და ეს ფაქტი გამოსაკვლევია.

დღის ამბები