25 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
ორი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე - საქართველომ ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა

საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალში ითამაშებს. ჯგუფის მეოთხე შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად, ლატვიაში ჩაატარეს და მეტოქე უშანსოდ, 0:3 დაამარცხეს.

ანგარიში მატჩის დებიუტში კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ გახსნა. 28-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურ თამაშს ვაკო გვილიას გოლი მოჰყვა, 0:2 - გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ შესვენებაზე.

მეორე ნახევარში თავად გიორგი ჩაკვეტაძემ შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა ფლეი-ოფის საგზური ორი ტურით ადრე გაინაღდა. მომდევნო მატჩს საქართველო 16 ნოემბერს, ანდორაში გამართავს, თუმცა ის შეხვედრა ფორმალობად იქცა.

დღის ამბები